მარნეულში „შოთაობა 2024“ აღინიშნა

მარნეულში „შოთაობა 2024“ აღინიშნა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, ყვავილებით შეამკეს დიდი ქართველი პოეტის ძეგლი.

„ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის ეზოში თემატური გამოფენა გაიმართა. ქ. მარნეულის მე-6 საჯარო სკოლამ კი კოსტიუმირებული პერფორმანსი წარადგინა, რომელიც „ვეფხისტყაოსნის" გმირებს აცოცხლებდა. ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში დღესასწაული „შოთაობა" 2021 წლიდან აღინიშნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს