დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ნინო ენუქიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მხარეებმა სამინისტროებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

„ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სახელოვნებო სასწავლებლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.

შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს