კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცხადი გახდება, როგორ გაგრძელდება პროტესტი.

„ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად, გაზიარებული იყოს ყველა მხარეს და ამიტომ გვაქვს დღეს ეს შეხვედრა, სადაც ჩამოვყალიბდებით, რას ვაპირებთ უახლოეს დღეებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები და მონახაზები გვაქვს, უბრალოდ, ახლა ყველა ერთმანეთის აზრს გავიზიარებთ და ჩამოვყალიბდებით", - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ჩვენ ვართ ერთმანეთთან სრულ კოორდინაციაში, რა თქმა უნდა, პროტესტი გრძელდება, პროტესტის ფორმა, რაც არის შედეგზე ორიენტირებული, ამიტომ, ყველა საკითხზე, რაც შეეხება პარლამენტს თუ საერთაშორისო საკითხებს, ასევე აქციებს, ერთად ვწყვეტთ", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს