სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭოს სხდომა გაიმართა

21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ რელიგიათა საბჭოს სხდომაში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე ისაუბრეს რელიგიურ გაერთიანებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო გავლენაზე.

„ასევე განიხილეს სახალხო დამცველის მიერ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში შეფასებული საკითხები, მათ შორის, ბათუმის მეჩეთის მშენებლობის თაობაზე და თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეცვლილი რეგულაცია - სასულიერო პირების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით.

დასასრულს გამართულ დისკუსიაზე საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმები წარმოადგინეს და პრიორიტეტები დასახეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს