ნათია თურნავა ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დაეთმობა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის თემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესი და გამოწვევები იქნება.

“CEEI-ის კონფერენციაზე ევროპის ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ვენაში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ასევე შეხვდება ავსტრიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს რობერტ ჰოლცმანს, სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პიტერ კაჟიმირს და ხორვატიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ბორის ვუჩიჩს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები