გიორგი ვაშაძემ და ლაშა ბაქრაძემ აკაკი ბაქრაძის სახლთან პერფორმანსი გამართეს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა - გიორგი ვაშაძემ და ლაშა ბაქრაძემ კოტე აფხაზის ქუჩაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს.

პარტიის წევრებმა პუბლიცისტისა და მწერლის, აკაკი ბაქრაძის სახლის წინ თეთრ ნაჭერზე შავი საღებავით ჯერ წრე შეღებეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოფინეს.

ლიდერების თქმით, თეთრ ფონზე შავი წრე გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა.

„გვაქვს ერთი წინადადება ქართველი საზოგადოებისთვის. ეს ყველას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს. გვინდა, რომ მთელს ქალაქში და შემდეგ უკვე მთელს ქვეყანაშიც ჩანდეს ის, რომ ადამიანებს აწუხებთ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლოდ თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი გადაიქცა. ჩვენი წინადადებაა, რომ ყველამ შეღებოს თეთრი ნაჭერი და გადმოფინოს ფანჯრიდან, როგორც დროშა. ადამიანები დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ ბევრი; რომ ეს საკითხი გვაწუხებს; რომ მარტო ერთ ადგილას კი არ ხდება აქცია, არამედ მთელს ქალაქში და ქვეყანაში“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს