Reuters - დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანდიდატურას განიხილავს

დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანდიდატურას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დონალდ ტრამპის გუნდთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას გეგმავს, რომლის მთავარი მოვალეობა „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ მოგვარება იქნება. თუმცა, აღნიშნული თანამდებობის შექმნის შესახებ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

რიჩარდ გრენელი 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გერმანიაში აშშ-ის ელჩი იყო, სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა და ასევე, დროებით აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ივლისში, რიჩარდ გრენელმა უკრაინაში „ავტონომიური ზონების“ შექმნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნული იდეის მიმართ, როგორც კონფლიქტის მოგვარების საშუალების, მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს