პოლონეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარშავის მერი რაფალ ტშაკოვსკი გახდა

პოლონეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარშავის მერი, რაფალ ტშაკოვსკი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ ლიდერი, დონალდ ტუსკი ავრცელებს.

„22 126 ამომრჩეველი, დიდებული გამარჯვებული და დიდებული დამარცხებული. უაღრესად საინტერესო და ჭეშმარიტი კამპანია. ასეთი იყო ჩვენი პრაიმერიზი. დემოკრატია ასე გამოიყურება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონური მედიის ცნობით, პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ პრაიმერიზში ამომრჩევლებმა არჩევანი რაფალ ტშაკოვსკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შორის გააკეთეს.

ვარშავის მერმა, რაფალ ტშაკოვსკიმ პრაიმერიზში ამომრჩეველთა ხმების 74%-ზე მეტი მიიღო.

პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს ხვალ წარადგენს.

ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის მაისში ჩატარდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს