იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად შეიარაღებული პირი დაიღუპა, სამი პოლიციელი კი დაშავდა

იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულია თავად შეიარაღებული თავდამსხმელი, დაჭრილები კი პოლიციელები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციის პატრულს რაბიას რაიონში ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლისას დაიღუპა.

იორდანიის მთავრობის კომუნიკაციების მინისტრმა, მოჰამედ მომანიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნე ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალები იყო. მისი თქმით, თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს