გიორგი ვაშაძე - ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას

ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის ფაქტობრივად რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ მანდატზე უარი უნდა თქვას და სიები ჩახსნას.

„ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის ფაქტობრივად რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. პირდაპირ გეუბნებით, მანდატზეც უარი უნდა თქვათ და სიებიც უნდა ჩახსნათ, როდესაც ამის პროცედურული მომენტი იქნება. სხვა ყველა დანარჩენი გზა არის არასანდო, სულ მცირე იმისთვის დატოვებული, რომ მერე შეიძლება, ვინმე შეძვრეს იმ სიიდან პარლამენტში. თუ მოიჭრი გზას, უნდა მოიჭრა ეს გზა ბოლომდე და არა სანახევროდ. იმედია, ეს პოლიტიკური ჯგუფი [„გახარია - საქართველოსთვის“] ამ რაღაც თამაშს შეეშვება, იტყვის ან ასე, ან ისე. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ხალხთან ერთად ხარ, მანდატზე უარი უნდა თქვა და სიები ჩახსნა. მორჩა და დამთავრდა. მე სხვა ალტერნატივას არ ვიხილავ, ვერც განვიხილავ, ნებისმიერი სხვა ალტერნატივა არის თამაში, კოლაბორაცია რუსულ რეჟიმთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რომელიც სიების ჩახსნის საკითხთან დაკავშირებით მათ და გიორგი გახარიას გუნდს შორის კონსულტაციებს შეეხებოდა, ვაშაძემ უპასუხა: „ეგენი ხომ შორიდან უჩინმაჩინივით კონტაქტობენ ხოლმე, ჩვენც ეგრე უჩინმაჩინურად გვაქვს კონტაქტი. რაც თქვენ იცით, ის ვიცით ჩვენც“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს