ბათუმში „მეტროპოლ პარალელის“ საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო. ახალი კორპუსების ტერიტორიაზე „მეტროპოლის“ წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები და მომავალი მობინადრეები შეიკრიბნენ და მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.

ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩავდეთ და ამით ოფიციალურად დავიწყეთ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის სამუშაოები. „მეტროპოლ პარალელი“ თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობით იქნება გამორჩეული.

მრავალსართულიანი კორპუსები „მეტროპოლის“ ხარისხით, ხელსაყრელი მდებარეობითა და უნიკალური ხედებით იქნება გამორჩეული. გვაქვს ამბიცია, ჩვენს პოტენციურ მობინადრეებს ქალაქის შუაგულში ცხოვრების ახალი გამოცდილება შევთავაზოთ, რომელიც მათ ჩანაფიქრს მთლიანად დაემთხვევა.

გადახდის პირობები მომხმარებლის ინტერესებს მოვარგეთ და წინასწარი გაყიდვები უკვე დავიწყეთ. მშენებლობა 2027 წელს დასრულდება და მესაკუთრეებს ჩავაბარებთ ბინას, რომელიც ჩაიფიქრეს“.

განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსი რამდენიმე წუთის სავალზეა იმ ობიექტებიდან, რომლებიც ქალაქის მცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო მოედანი და რა თქმა უნდა, ზღვა. წლები ამ ტერიტორიაზე ავარიული შენობა იდგა, სადაც მცხოვრები 57 ოჯახი ახლა უახლეს საცხოვრებელ კორპუსში მიიღებს ბინას.

მსურველებს კი უკვე შეუძლიათ, შეიძინონ ბინა ამ განსაკუთრებული მდებარეობით. წინასწარი გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით, ნოემბრის ბოლომდე ნებისმიერი ფართის აპარტამენტი 8%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. მომხმარებელზეა მორგებული გადახდის შემდგომი პირობებიც.

ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. მინიმალური ფართი - 32.5 m2, ხოლო მაქსიმალური 184.3 m2-ია.

„მეტროპოლის“ სხვა პროექტების მსგავსად, „პარალელის“ შემთხვევაშიც კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. მშენებლობის ვადები სამ წელიწადზეა გაწერილი. 2027 წელს მესაკუთრეები ბინას შავი კარკასის მდგომარეობით მიიღებენ.

ამჟამად კომპანია „მეტროპოლს“ თბილისსა და ბათუმში ჯამში 6 მიმდინარე პროექტი აქვს.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის