დიმიტრი პესკოვი - რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენება კოლექტიური დასავლეთისთვის გამაფრთხილებელი ზარი იყო

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის გამოყენება იყო გამაფრთხილებელი ზარი კოლექტიური დასავლეთისთვის იმ ფონზე, როდესაც ის აჩვენებს მზადყოფნას, რუსეთის ჩასახშობად ყველაფერზე წასვლისთვის.

„კოლექტიური დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, აჩვენებს, რომ მზად არიან გააკეთონ ყველაფერი რუსეთის ჩასახშობად, ამიტომ, ეს არის გამაფრთხილებელი ზარები: „არც იფიქროთ ამაზე“ - ვგულისხმობ დარტყმას, რომელიც ჩვენმა ახალმა რაკეტამ განახორციელა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ეს დარტყმა იყო „დროული, მოთხოვნადი და ეფექტური“.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ATACMS-ის და Storm Shadow-ის რაკეტები გამოიყენა და პირობა დადო, რომ რუსეთი ამას გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის