„ჰეზბოლამ“ ისრაელზე სარაკეტო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 70 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.

ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ხაიფაში მდებარე საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს