პარლამენტთან კარვებს შლიან

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან.

კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილია წყალი, საკვები, ათობით პარალონი, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მალე პოლიტიკური ლიდერებიც შეიკრიბებიან და სიტყვით გამოსვლები დაიწყება. ვაშაძის თქმით, პროტესტის ადგილას იქნება ყველა ის საშუალება, რათა მომიტინგეებს ღამის გათენება არ გაუჭირდეთ.

„მხოლოდ წინ, წინ და წინ! ნელ-ნელა პოლიტიკური ლიდერებიც შეიკრიბებიან, გამოსვლები დაიწყება და იმ ორგანიზაციულ ჭრილში გადავალთ, რომელიც ჩვენ გვახასიათებს. ასე რომ, დაელოდეთ - კარვები იშლება. გვექნება ჩაი, ყავა, საკვები იმისთვის, რომ ღამე დარჩენა არ გაგვიჭირდეს. დანარჩენს უახლოეს მომავალში გაცნობებთ. ყველამ გადმოვინაცვლოთ და ვისაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ საორგანიზაციო საკითხებში. მადლობა, ძალა ერთობაშია, გავიმარჯვებთ!“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.

ინფორმაციისთვის, საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

საბოლოოდ, რამდენიმე მანქანამ, რომელიც წყლით, საკვებითა და ღამისთევისთვის საჭირო ინვენტარით იყო დატვირთული, პარლამენტთან მისვლა მაინც მოახერხა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია