ლევან ცუცქირიძე - დღეს არაფერი მთავრდება, დღეს იწყება ახალი ეტაპი - დღეიდან ეს იქნება თვითმარქვია, თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას

მნიშვნელოვანია საგარეო ფორმატში ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენი პოზიციების მათთვის თქმა, განმარტება,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ლევან ცუცქირიძის თქმით, ამ ბრძოლას ყველა მიმართულებით მუშაობა სჭირდება.

„ზუსტად არ ვიცი, ვინ წავიდა, მაგრამ მნიშვნელოვანია საგარეო ფორმატში ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენი პოზიციების მათთვის თქმა, განმარტება. ასე რომ, ჩვენ ხან ვიქნებით აქციაზე, ხან ვიქნებით დიპლომატიაში, ხან ვიქნებით სხვაგან. ეს არის ბრძოლა, რომელსაც სჭირდება ყველა მიმართულებით მუშაობა“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა არის ის, რაც არაერთხელ გამოაცხადეს.

„ეს არის ბრძოლა სამოქალაქო პროტესტის საშუალებით, სამართლებრივი და სხვა პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით და ეს არის ბრძოლა დიპლომატიურ ფრონტზე.

ამ გეგმას მივყვებით. დღეს არაფერი მთავრდება. დღეს იწყება ახალი ეტაპი. ეს არ არის პარლამენტი.დღეიდან ეს იქნება უკვე თვითმარქვია, თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას. ეს არის პარლამენტი, რომელსაც არ აქვს პრეზიდენტის ლეგიტიმაცია, არ აქვს ხალხის ლეგიტიმაცია და საერთაშორისო მეგობრების ლეგიტიმაცია“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის