მიხეილ სააკაშვილი - ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო „ოქროს ხანის“ დროს - აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა!

ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო "ოქროს ხანის" დროს - აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკან დასახევი გზა არაა, „ვინაიდან სამშობლო დავკარგეთ“.

„ათასობით ადამიანი, ათასობით ქართველი ჩააგდეს უბედურებაში. მრავალი ათასი ადამიანი დადიოდა ერთი ადგილიდან მეორეში და თქვენს ხმას იპარავდა. ის კაცი, დიქტატორი, ვინც არჩევნები "გადაგახიათ", ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფრის მკადრებელია. ყველა წითელი ხაზი გადალახულია. რა ევროპაზე ვსაუბრობთ?! ჩვენთან არის შუა აზიური რუსული ტიპის დიქტატურა. თავი ავწიოთ მაღლა, ერთიანობა და ერთიანობა. არანაირი უკან დახევა. ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, პრაქტიკულად სამშობლო დავკარგეთ. ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო "ოქროს ხანის" დროს, რომელიც საქართველოში იყო. ახლა მაინც ხომ უნდა ითქვას სიმართლე?! ის იყო ოქროს ხანა და ამის გამო ვისჯები მე და საქართველო. აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა“,-აღნიშნა სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია