პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება შეწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტის ბლოკირება შეწყვიტეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დასავლეთის რეგიონული დირექტორატი იუწყება.

როგორც მესაზღვრეებმა განაცხადეს, 24 ნოემბერს, საღამოს, პოლონელმა ფერმერებმა მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამშვები პუნქტი 23 ნოემბრის დილით გადაკეტეს. ბლოკადის თანაორგანიზატორის თქმით, ფერმერებმა პროტესტი ორი მიზეზის გამო დაიწყეს. პირველი არის 2024 წელს სოფლის მეურნეობის გადასახადის დონის 2023 დონეზე შენარჩუნების მოთხოვნის შეუსრულებლობა და მეორე, ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის MERCOSUR-ის ქვეყნებს (ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს