დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 30 ხომალდს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაუწესდათ“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დღეს დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ტიპის „ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი“ გამოაცხადა.

„რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავალი უკრაინაში ომისა და ნგრევის ცეცხლს აძლიერებს“, - აღნიშნა დევიდ ლემიმ.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, დასანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ უკვე 73-ს მიაღწია.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია