ლიბანიდან ისრაელისკენ 10 რაკეტა ისროლეს, დაშავდა 2 ადამიანი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დღეს დილით 10 რაკეტა ისროლა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რამდენიმე რაკეტა მოიგერიეს, თუმცა დაფიქსირდა რაკეტის დაშვების, ან ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემთხვევებიც.

ქალაქ ნაჰარიაში სარაკეტო თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. მედიკოსების განცხადებით, დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის 70 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს