კახა კალაძე - ისევ და ისევ მათთვის, ოპოზიციის არსებობისთვის არის მნიშვნელოვანი პარლამენტში შესვლა, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იარსებონ და პოლიტიკაში დარჩნენ

ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი კამპანია და კეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკაში ყოფნა და გადარჩენა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ.

„საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა დღეს ამაზე საუბარი საინტერესო არ არის, სხვა უფრო ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. უამრავი დაპირებაა გაცემული ჩვენი მხრიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და თუ, რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში, შევლენ თუ არ შევლენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ისევ და ისევ მათთვის, მათი არსებობისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იარსებონ და პოლიტიკაში დარჩნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს