ლევან მგალობლიშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ევროპის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რაზვან როტუნდუსთან გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს