ლევან იოსელიანი - ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება.

სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა თემაზე - „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“, რომელიც 2022 წლის პერიოდს მოიცავს. ომბუდსმენი მოუწოდებს ყველა უწყებას, უფრო ეფექტური ზომები გაატარონ იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები შემცირდეს.

„ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, რატომ 2022 წლის? იმიტომ, რომ იმ საქმეების ანალიზი გავაკეთეთ, რომელთა განხილვაც სასამართლოში დასრულდა. ამას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება - სასამართლოში უნდა დასრულდეს, შემდეგ ჩვენ გამოვითხოვოთ და ანგარიში მოვამზადოთ, თუმცა არც 2023 წელს იყო სახარბიელო მდგომარეობა. ჩემს ანგარიშში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე, ნათლად ჩანდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში გამოწვევად რჩება. თუ გადავხედავთ 2023 წლის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ყოველ კვირაში ერთზე მეტ ქალს ან კლავდნენ, ან ძალადობდნენ, რაც არის სავალალო სტატისტიკა. სახალხო დამცველი და მისი აპარატი ყოველთვის ხაზს უსვამს ამ პრობლემას და მოუწოდებს ყველა უწყებას, უფრო ეფექტური ზომები გაატარონ იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები შემცირდეს და დადგეს ის დღე, როდესაც საქართველოში ასეთი ფაქტები აღარ მოხდება“, - განაცხადა იოსელიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო