თეა ახვლედიანი - უმთავრეს მიმართულებად - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციის წნეხის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დარჩება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

როგორც თეა ახვლედიანმა პარლამენტში სიტყვით მოხსენებისას განაცხადა, უმთავრეს მიმართულებად - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციის წნეხის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დარჩება.

„ამავდროულად, სამშვიდობო ინიციატივით გახსნილი შესაძლებლობების გაფართოებითა და შესაბამისი მექანიზმების განვითარებით ჩვენი საქმიანობის უმთავრეს მიმართულებად დარჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციის წნეხის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც ადამიანზე და ფუნდამენტურ უფლებებზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილია.

ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის გამარტივებული წვდომა ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე, რაც კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდება და გაფართოვდება.

ასევე, გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების განვითარებისთვის, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით.

ამავდროულად, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომ გაღრმავებას სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში მოქმედი უნიკალური ფინანსური მექანიზმის - “მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა