თეა ახვლედიანი - დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია, რაც საერთო გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს

დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია, რაც ჩვენს საერთო ინტერესებს და არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, ნდობის აღდგენის, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, რაც კიდევ უფრო გაამყარებს სწრაფვას მდგრადი მშვიდობისა და დინამიკური განვითარებისკენ.

„მსურს გამოიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგული რჩება. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია, რაც ჩვენს საერთო ინტერესებს და არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, ნდობის აღდგენის, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს სწრაფვას მდგრადი მშვიდობისა და დინამიკური განვითარებისკენ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა