გიორგი ვაშაძე - მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას მხრიდან, თურმე პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას - ათას ტყუილს იძახის, თან ჩვენკენ იშვერს ხელს, მგონი, უბრალოდ უტიფრობაა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიების არჩახსნასთან დაკავშირებით, პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“ აბსურდული არგუმენტაცია აქვს.

როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთადერთი რამ, რაც პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია ხელისუფლების არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა - სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი.

„სამმა პოლიტიკურმა ძალამ ჩახსნა სიები, შემდგომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაწერს განცხადებას მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას. ერთადერთი რამ, რაც დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია [პარლამენტის] არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი. მორჩა უკვე ამდენი შეგონებები პრესკონფერენციებიდან და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრალება და ა.შ.

პირდაპირ ვამბობ, იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული საერთაშორისო მასშტაბით, მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა გააუქმოს სიები და საკუთარი მანდატები. ამიტომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი სამართლებრივ კავშირს წყვეტს თვითგამოცხადებულ დაჯგუფებასთან, "ქართული ოცნების“ სახით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, პრესკონფერენციებიდან საუბარი მარტივია, რთულია პროტესტი და პროტესტში მუდმივად იდგე ხალხთან ერთად.

„რომ გამოდიხარ და ათას ტყუილს იძახის, თან ჩვენკენ იშვერს ხელს, მგონი, უბრალოდ უტიფრობაა და აცდენილია რეალობას. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არვინ არ მოგატყუოთ - „უცხოელებთან ვმუშაობ“ და ა.შ. ეს ტყუილები შეგიძლიათ სხვაგან მოვყვეთ. ახლა არის კონკრეტული გზაგასაყარი - ყველა ვირჩევთ ჩვენ გზას, ან არ ვაღიარებთ და ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს თვითმარქვია პარლამენტთან, ან იტოვებ უკან გზას, რომ ამ თვითმარქვია პარლამენტთან ითანამშრომლო. ასე ხედავს საზოგადოება, ასე ვხედავ მე, ასე ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც. არ აღიარებას დააზიანებს ერთადერთი რამ, თუ რომელიმე პარტია არ გაწყვეტს სამართლებრივ კავშირს არაღიარებულ რეჟიმთან. იმედი მაქვს, რომ პროცესზე თავის არიდება არ მოხდება და ეს მეოთხე პოლიტიკური ჯგუფი კარგად დაფიქრდება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად მისი (გიორგი გახარია) მხრიდან თავდასხმებისა, არ ვუბრუნებდით პასუხს, ახლა მკაფიო პოზიცია არის საჭირო. მინდა საზოგადოებას ვუთხრა: ეს აქტი გახარიას პარტიამ რომც არ განახორციელოს და თანამშრომლობა გააგრძელოს თვითმარქვია პარლამენტთან, მაინც ვერ მოხდება ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია. ამიერიდან მკაფიოდ დაფიქსირდება ვინ დგას ხალხის მხარეს და ვინ მიდის არ აღიარების მიმართულებით და ვინ ცდილობს თანამშრომლობის და პარლამენტში შესვლის გზა დაიტოვოს. პრესკონფერენციებიდან საუბარი მარტივია, პროტესტი არის მნიშვნელოვანი და პროტესტში მუდმივად იდგე ხალხთან ერთად რთულია, მესმის, მაგრამ მინიმუმ ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადადგა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისათვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „მანდატებს დატოვებენ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩათვლიან“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია