თეა ახვლედიანს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ხედვა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებით, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამშვიდობო ინიციატივები იყო.

„დღეს სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის რანგში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჩვენ წარმოვადგინეთ ხედვა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებით, რომელიც, ერთი მხრივ, ემყარება მშვიდობისა და სტაბილურობის, მეორე მხრივ კი, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამშვიდობო ინიციატივების, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტების აღსრულების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება როგორც დღემდე მიღწეული შედეგების შეფასებას, ასევე ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, რათა მივაღწიოთ უფრო გრძელვადიან, მდგრად, უფრო მასშტაბურ შედეგებს, როგორც ერთი, ისევე მეორე მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი პოლიტიკის ფარგლებში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს