ნინო ლომჯარია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 27 ნოემბერს გამოიკითხება

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.

სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართება, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში ნინო ლომჯარია სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის იმ ფაქტებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ლომჯარიამ თავდაპირველად უარი თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე, მან გამოკითხვაზე მისვლა მოითხოვა მაგისტრატ მოსამართლესთან. ნინო ლომჯარია სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ მესამე წარმომადგენელი იქნება, ვისაც პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გამოკითხავს. მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლები: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს