ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში

ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში - ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მთავრობასა და „ჰეზბოლას“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა.

„ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას. თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დავესხმებით. თუ საზღვართან ახლოს ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღდგენას შეეცდება, თავს დავესხმებით. თუ რაკეტას გაუშვებს, თუ გვირაბს გათხრის, რაკეტების გადამტან სატვირთო მანქანას შემოიყვანს, თავს დავესხმებით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელისთვის სამი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი : პირველი - ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ფოკუსირება, მეორე მიზეზი არის ისრაელის ძალებისთვის „ამოსუნთქვის“ საშუალების მიცემა და მარაგების შევსება და მესამე -ფრონტების გამოყოფა და „ჰამასის“ იზოლაცია.

„ომის მეორე დღიდან „ჰამასს“ იმედი ჰქონდა, რომ „ჰეზბოლა“ მის გვერდით იბრძოლებდა, სურათიდან „ჰეზბოლას“ ჩამოშორებით, „ჰამასი“ მარტო რჩება. გავზრდით ზეწოლას „ჰამასზე“ და ეს დაგვეხმარება ჩვენი წმინდა მისიის განხორციელებაში, ჩვენი მძევლების გათავისუფლებაში. არაერთხელ მითქვამს, კარგი შეთანხმება არის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ მას აღვასრულებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაეთანხმნენ. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე შედის.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა