მედია - დევნილი მოსახლეობა სამხრეთ ლიბანისკენ, თავიანთ სახლებში დასაბრუნებლად მიემართება

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას აფრთხილებს, თავიანთ სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

”ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც უსაფრთხოდ იქნება თქვენს სახლებში დაბრუნება”, - განაცხადა ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ.

ამ გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, დევნილი მოსახლეობის ნაკადი სამხრეთ ლიბანისკენ დაიძრა.

Reuters-ი იუწყება, რომ საპორტო ქალაქ სიდონიდან, ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათზე, ანუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ათობით ავტომობილი სამხრეთ ლიბანისკენ გაემართა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს