მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან, რომ ქვეყანაში რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გამძაფრდეს - ჩემი მისია იქნება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ

ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის „უფრო მეტად გამძაფრებაშიც ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან“.

„ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული. რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებულია, მითუმეტეს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“, ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი გვაქვს. მთავარი მოცემულობაა, რომ სწორედ, ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე