ლევან დავითაშვილი - 2023 წელს 2019 წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 60%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა

დღეისთვის საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საგარეო სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმს და საბაჟო პროცედურებს, ასევე, დაბალ საიმპორტო ტარიფებს გულისხმობს. 2023 წელს 2019 წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 60%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა სამინისტროს საქმიანობა გასულ წლებში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებით დადებითად შეაფასა.

მისივე თქმით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან და ჩინეთთან.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხელმისაწვდომობას და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.

მისი თქმით, მოლაპარაკებები დასრულებულია და 2025 წელს ხელი სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება, ასევე გაგრძელდება მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან როგორებიცაა: ინდოეთი, ისრაელი, ყურის არაბული სახელმწიფოები, სერბეთი და სხვა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს