მიხეილ სააკაშვილი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე - საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში - ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება

საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის გვერდზე წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა.

„უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს