ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გაასაჩივრა

ისრაელს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავებისთვის ჰააგის სასამართლოს ორდერების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ისრაელმა გაასაჩივრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) გადაწყვეტილება გაეცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ შეტანილი საჩივარი “დეტალურად ამხელს რამდენად აბსურდული იყო დაკავების ორდერების გაცემა და რამდენად აკლია რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ ჰააგის სასამართლო უარყოფს ისრაელის საჩივარს ეს მხოლოდ “ხაზს გაუსვამს ისრაელის მეგობრებისთვის აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ”.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს