კიტ კელოგი - პატივი მერგო დავინიშნო პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში - მოუთმენლად ველი მუშაობას მშვიდობის ძალის მეშვეობით უზრუნველყსაყოფად

გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი, რომელიც აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა, აცხადებს, რომ მზად არის დაუღალავად იმუშაოს „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უზრუნველყოფის მიზნით. ამის შესახებ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„პატივი მერგო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან დავინიშნო პრეზიდენტის თანაშემწედ და სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. ამერიკის ინტერესების დაცვისას, მოუთმენლად ველი დაუღალავად მუშაობას მშვიდობის ძალის მეშვეობით უზრუნველყსაყოფად“, - აცხადებს კიტ კელოგი.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს