„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

კერძოდ, პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები, მანდატების დათმობის შესახებ, საქრთველოს პარლამენტში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წარადგინეს.

როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განმარტა, ამ პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია.

„ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ის შედეგები, რომლის საფუძველზეც შეიკრიბა ეს თვითგამოცხადებული ჯგუფი ამ შენობაში, რეალური არჩევნების არ არის. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ არ ვიცი, კარგს არაფერს“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. „კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ვე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა. ამასთან, როგორც ცნობილია სადეპუტატო მანდატის გაუქმების შესახებ პარლამენტს უკვე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს