პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

XI პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა.

პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა და პარლამენტის სხდომა დასრულდა.

სესიამდე მინისტრობის კანდიდატებს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კომიტეტებისა და ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს.

ნატა საბანაძე - ასეთი უვექტორო არც საგარეო ასპარეზზე და არც შიგნით, საქართველო ალბათ 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2025
EV Power - ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში
გლდანში „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
ფეხბურთის ლეგენდა, ალესანდრო ნესტა, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ზე
კომპანია „თეთრი კვადრატის“ გათამაშება