ანა დოლიძე - ხალხმა ხმა მოგვცა რეფორმების გასატანად და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ - რუბიკონი გადალახულია

ხალხმა ხმა მოგვცა იმისთვის, რომ რეფორმები გავიტანოთ და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ -რუბიკონი გადალახულია, ჩვენ აქ [პარლამენტში] მოვალთ გამარჯვებულები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, როდესაც „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ოფიციალურად მიმართა.

როგორც ანა დოლიძემ მანდატების გაუქმებაზე საუბრისას აღნიშნავს, „ვინც ამ ნაბიჯს არ დგამს, იმ პოლიტიკოსმა კარგად უნდა იკითხოს ვის ეხმარება - დამოუკიდებელ საქართველოს, თუ საქართველოში რუსეთის ინტერესებს“.

„ვთქვით, რომ ამ პარლამენტში არ შევალთ, განცხადებები ჩავაბარეთ თვითმარქვია პარლამენტს, რათა გაგვიყვანოს პარლამენტის წევრობის შემადგენლობიდან. რუბიკონი გადალახულია, ხაზი გავლებულია. ჩვენ აქ უნდა მოვბრუნდეთ გამარჯვებულები, აქ უნდა მოვიდეთ არა როგორც პაპუაშვილის ხელის ქალები და ბიჭები, არამედ ხალხი, რომელმაც მიიღო საქართველოს მოსახლეობის ნდობა. ჩვენ ხალხმა ხმა მოგვცა, რათა მოვიდეთ და გავიტანოთ რეფორმები, და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ. სირცხვილია, რაც აქ ხდება.

რუბიკონი გადალახულია, ჩვენ აქ მოვალთ გამარჯვებულები. ვინც ამ ნაბიჯს არ დგამს, იმ პოლიტიკოსმა კარგად იკითხოს ვის ეხმარება: დამოუკიდებელ საქართველოს თუ საქართველოში რუსეთის ინტერესებს; მან გადაწყვიტოს თავისივე გუნდში“,- აღნიშნა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. კერძოდ, პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები, მანდატების დათმობის შესახებ, საქართველოს პარლამენტში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წარადგინეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა