პაატა მანჯგალაძე - ღიად დაიწყეს საუბარი, ევროკავშირი რად გვინდა, რუსებთან და დსთ-ს ქვეყნებთან დაშორებას გამოიწვევსო

ჯორჯ ორუელის 1984-მდეც მივედით უკვე -“ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უცოდინარობა კი – ძალა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ღიად დაიწყეს საუბარი, „ევროკავშირი რად გვინდა, რუსებთან და დსთ-ს ქვეყნებთან დაშორებას გამოიწვევსო“.

„სხვა რა უნდა თქვან, ჯერ რუსები ვართო არ ამბობენ, ტაქტიკურად ადრეა ამის თქმა მათთვისაც. აქამდე ხომ მოვიდნენ? თუ ხელებს ჩამოვუშვებთ იქამდეც მივლენ. წინააღმდეგობის მოძრაობაა გამოსავალი, ერთი ინდივიდი ან პარტია ამ საფრთხეებს ვერ დააზღვევს. ვიმოქმედოთ გაბედულად!” -აცხადებს პაატა მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი