გიგა ბოკერია - თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, ახლა თვალი უნდა აეხილოს

ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, - ასე გამოეხმაურა “ფედერალისტების” თავმჯდომარე გიგა ბოკერია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება.

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება, ამ რეალობასთან, ანუ, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პერსპექტივასთან შეგუებისკენ მიმართული უტიფარი ნაბიჯია ამ ხელისუფლების მხრიდან.

“თუ ვინმე გონიერ, პატრიოტ მოქალაქეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს მთლიანად, ჩვენ დასავლურ, ევროპულ, ანუ ქართულ მომავალს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენას, ახლა თვალი უნდა აეხილოს.

ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, ამის გარშემო დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, რაც აუცილებელი პირობაა ამ ხელისუფლების დასამარცხებლად", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს