ანა დოლიძე - უნდა ვიმოქმედოთ ზუსტად ისე, როგორც ცხენებს ეურთიერთობიან მტკიცედ და ცივი გონებით

ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ვერავითარი კალიგულას ცხენი ამ არჩევანს ვერ გააუქმებს. უნდა ვიმოქმედოთ ზუსტად ისე, როგორც ცხენებს ეურთიერთობიან მტკიცედ და ცივი გონებით, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, არავინ აპირებს, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეეგუოს.

"მივდივართ პრეზიდენტთან, დიდი შეკრება გვაქვს, რა თქმა უნდა ეს ეხება კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეწყვიტეს ევროკავშირთან მოლაპარაკებები. გასაგებია ამათი დღის წესრიგი და ბუნებრივია, რომ არ ვაპირებთ ამათ ეს ისე გავუტაროთ, პასუხის გარეშე. ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ვერავითარი კალიგულას ცხენი ამ არჩევანს ვერ გააუქმებს. უნდა ვიმოქმედოთ ზუსტად ისე, როგორც ცხენებს ეურთიერთობიან მტკიცედ და ცივი გონებით. გამარჯვება თქვენ”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა