გიორგი ვაშაძე - დადგა დრო, მთელი საქართველო დადგეს ფეხზე და ამით ჩვენ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ - საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმს

დადგა დრო, მთელი საქართველო დადგეს ფეხზე და ამით ჩვენ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ - საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმს! - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

მისი თქმით, "რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ასეულ პოლიციელზე დგას, უკიდურესად სუსტია და ხალხის ეშინია".

"ჩვენ გვჭირდება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ერთობა, გვჭირდება ხალხის ერთობა და საყოველთაო დაუმორჩილებლობა. რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ასეულ პოლიციელზე დგას, უკიდურესად სუსტია. მერწმუნეთ, მათ უფრო ეშინიათ ჩვენი, ვიდრე ვინმე სხვას. მათ ეშინიათ ხალხის, მათ ეშინიათ თქვენი და ძალა თქვენშია. ძალა ხალხშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს აქ ვდგავართ, ვიბრძვით ერთად. დღეიდანვე, რა თქმა უნდა, საერთო საკოორდინაციო საგანგებო მექანიზმის შტაბის სახით იქნება, რომელიც ყოველდღიური რეჟიმით მოგაწვდით ინფორმაციას. გავაგრძელებთ პროტესტს, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ! გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება. საქართველოს გაუმარჯოს!

აქ ჩვენ ბევრჯერ შევკრებილვართ და ბევრჯერ გვითქვამს, რომ რა აზრი აქვს ამ შეკრებას. მეგობრებო, ამ შეკრებას ის აზრი აქვს, რომ საბოლოოდ, გამარჯვება აუცილებლად მოვა. დღეს, ვინც ახლა გვიყურებს, შემოგვიერთდით! დავდგეთ ყველანი ერთად! დადგა დრო, მთელი საქართველო დადგეს ფეხზე და ამით ჩვენ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ. მასწავლებლებო, ექიმებო, მძღოლებო, დასაქმებულებო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებო საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმს! საქართველოსთვის რუსეთი არასდროს არ იქნება. მერწმუნეთ, გამარჯვება არის გაცილებით ახლოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!"- მიმართა ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია