ანა დოლიძე - შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხი და არა ეს კრიმინალური ბანდა

შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ყაველაშვილის ფეხსაცმელების უსაფრთხოება კი არ უნდა დაიცვას, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

ანა დოლიძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკვე შექმნილია.

"წინააღმდეგობის მოძრაობა ძალაშია, გამოიყვანეს ისევ რობოკოპები, პირველ რიგში შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ყაველაშვილის ფეხსაცმელების უსაფრთხოება კი არ უნდა დაიცვას. წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკვე შექმნილია. ის არსებობს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა