კახა კალაძე - ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება - ეს არის ცრუ პროტესტი

ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება - ეს არის ცრუ პროტესტი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და საფუძველი არის ტყუილი, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება ქვეყანაში“.

„ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება. ეს არის ცრუ პროტესტი. როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და საფუძველი არის ტყუილი, რა თქმა უნდა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება ქვეყანაში. ჩვენ გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთ ევროკავშირში გაწევრიანებას, სადაც პირველ რიგში, ჩვენს ეროვნულ ინტერესს დავიცავთ“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი უფლება გამოხატოს თავისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამას ვხედავთ ამდენი ხანია იგივე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. პროტესტი, რომელიც სიცრუეზე იყო დაფუძნებული ვნახეთ, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი. იგივე იქნება ახლაც, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი უფლება გამოხატოს თავისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს