კახა კალაძე - რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, შანტაჟით და არავითარი ფასი არ აქვს - ამ ყველაფერში ფულს იხდიან და კონკრეტული ადამიანები ამ ფულს იღებენ

ეს რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, შანტაჟით, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვაზე, ახალი არჩევნების ჩატარებასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებაზე.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი რეზოლუციები ტყუილით არის გაჯერებული.

„ჩვენ ასეთი რეზოლუციები ძალიან ბევრი ვნახეთ, ეს მეხუთე თუ მეექვსე რეზოლუციაა თუ არ ვცდები, არაფრისმომცემი რეზოლუციებია, რომელიც ტყუილით არის გაჯერებული. ამ ყველაფერში ფულს იხდიან, კონკრეტული ადამიანები ფულს იღებენ, ალბათ, ცოტა ხანში ამასაც გავიგებთ. ეს რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, შანტაჟით, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. ეს ადამიანები ყველაფრის წინააღმდეგ წავიდნენ, ე.წ. ჩვენი დასავლელი მეგობრები, ყველაზე არ მაქვს საუბარი. მათ ყველა ინსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს, ნახეთ ეუთო/ოდირის წინააღმდეგ რა განცხადებებს აკეთებდნენ, თურმე დღეს გახდა ცუდი ეუთო/ოდირი და არავითარი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს. იმიტომ არ აქვთ, რომ ისინი დამარცხდნენ და ამ ყველაფრის აღიარება უჭირთ. იმიტომ არ ჩატარდა თურმე დემოკრატიულად ქვეყანაში არჩევნები, რომ ისინი დამარცხდნენ და ქართველმა ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა, ამიტომ კეთდება ეს განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ჯერ იზეიმეს, ტაშ-ფანდური გამართეს 20:00 საათზე, ერთმანეთს ეხვეოდნენ და ერთი ამბავი ჰქონდათ, მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ხალხს, თავიანთ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ, არჩევნების შემდეგ, თავიანთი ამომრჩეველი მოატყუეს და იზეიმეს, შემდეგ გაირკვა, რომ თურმე არჩევნები ცუდად ჩატარებულა", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია ახალი არჩევნების ჩატარებასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის