ირაკლი კობახიძე - ევროპა სამართლიანობის სიმბოლო იყო, სად გაქრა ეს სამართლიანობა და რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? - ჩვენი ქვეყნის მიმართ უხეშად უსამართლო დამოკიდებულებაა

ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, ვაგრძელებდით ვალდებულებების შესრულებას - ევროპა სამართლიანობის სიმბოლო იყო, სად გაქრა ეს სამართლიანობა და რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებში უკრაინასაც და მოლდოვასაც უსწრებს, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაა.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციამაც აღიარა, რომ მას შემდეგ რაც სტატუსი მოგვენიჭა, რომ ეს ფორმალური მხარეა. 20 წელია ზოგ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ არავითარი წინსვლა არ არის, იგივე მოლაპარაკებების გახსნასაც ეხება. მკაფიოდ ჩანს, რომ, როგორც მოლაპარაკებების გახსნა, ისე კანდიდატის სტატუსი არის ფორმალური მხარე, პრაქტიკული მხარეა - ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მეორე ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. როცა საქმე გაწევრიანებამდე მიდგება, ამას იკითხავენ, გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება და დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, ამით დასტურდება.

მიუხედავად ამ ხელოვნური ბარიერებისა, ვაგრძელებდით ვალდებულებების შესრულებას და მიუხედავად ამ შანტაჟისა და უბედურებისა, რასაც ჩვენ ევროპარლამენტიდან, აღმასრულებელი ბიუროკრატიიდან ვხედავთ, ამის მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას, ზუსტად ეს ნიშნავს, იმას რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა.

გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ინდექსისა და რეიტინგის მიხედვით საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას. ცოტახნის წინ თვითონ ევროკომისიის შეთანხმება გამოქვეყნდა, რომელშიც მოლდოვასაც და ბოსნიასაც ვუსწრებთ წინ, მაშინ როდესაც, მათ მოლაპარაკებები გაუხსნეს და ჩვენ არა.

აქედან ხომ ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უხეშად, უსამართლო დამოკიდებულებაა. უსამართლობას ახნა ხომ უნდა ჰქონდეს? ჩვენ სხვა ევროპა გვახსოვს 1949 წლიდან - 2008 წლამდე, ვიდრე გარკვეული კრიზისული პროცესი დაიწყებოდა, ევროპა სამართლიანობის სიმბოლო იყო, სად გაქრა ეს სამართლიანობა და რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე