მარგუს ცაჰკნა - საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ ის გამოააშკარავა, რაზეც მთელი მათი მმართველობის პერიოდში ვავრცელებდით გაფრთხილებას - მათი მიზანია საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ევროკავშირის ნაცვლად

საქართველოს მმართველი პარტიის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ის გამოააშკარავა, რაზეც მთელი მათი მმართველობის პერიოდში ვავრცელებდით გაფრთხილებას - მათი მიზანია საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ევროკავშირის ნაცვლად, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

ცაჰკნამ პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენებას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატია „უკან იხევს“ და მმართველი „ქართული ოცნება“ „დემოკრატიის განადგურებაში” დაადანაშაულა.

„საქართველოს მმართველი პარტიის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ის გამოააშკარავა, რაზეც “ქართული ოცნების” მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში ვავრცელებდით გაფრთხილებებს - “ქართული ოცნების” მიზანია ტყუილითა და დაშნებით ქვეყანაზე კონტროლის მოპოვება და საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ევროკავშირის ნაცვლად. გუშინდელი გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ფორმალური გაფორმება იყო”, - განაცხადა ცაჰკნამ.

მან აღნიშნა, რომ გასულ თვეს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „ვერ დაერქმევა ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი დარღვევების რაოდენობისა და სიმძიმის გამო”.

„ესტონეთმა შეამცირა საქართველოსთან მაღალი დონის კონტაქტები და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ პროექტებში განვითარებითი თანამშრომლობის მხარდაჭერა; თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას,” - განაცხადა ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავშირს მოუწოდა რეაგირება მოახდინოს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს