გიორგი ვაშაძე შსს-ს მაღალჩინოსანს - რა მშიშარა ვარ? მოდი, თუ მაგარი ხარ - თავ-პირი დაამტვრიეთ ხალხს, ომში არ დაურტყამთ ჟურნალისტისთვის, არ გრცხვენიათ?

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ბზიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„თავ-პირი დაამტვრიეთ ხალხს, ომში არ დაურტყამთ ჟურნალისტისთვის. დაწყნარდი, რაა, გელაპარაკები. კამერების წინ უნდა გამოაჩინო შენი სახე. არ გრცხვენიათ?“, - მიმართა ბზიშვილს ვაშაძემ, რასაც პოლიციის მაღალჩინოსანმა ასე უპასუხა: „გესმის, შენ? შენი პათოსის არავის ეშინია“, რაზეც ვაშაძემ განაცხადა, რომ მათ თავიანთ „თავზე ზედმეტი არ უნდა აეღოთ“.

„რა ჩემი პათოსის არ ეშინია, მალე გნახავთ შეშინებულებს, მოხვალთ მერე და იტყვით მაპატიეო, ჰოდა ზედმეტს ნუ იღებთ თქვენს თავზე, ჟურნალისტებს როგორ ურტყამდით ბიჭო“, - განაცხადა ვაშაძემ, რაზეც ბზიშვილმა მას უთხრა, რომ „ნუ ყვიროდა და „მშიშარა“ იყო.

„რა მშიშარა ვარ, მოდი, თუ მაგარი ხარ“, - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, ამორალურია, ის, რასაც პოლიცია აკეთებს. მან სამართალდამცავებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს