ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს - მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის

მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის!!! - ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე NCDC-ს 114 თანამშრომლის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.

აღნიშნული განცხადების შესახებ ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 114 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.

მათივე თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა