სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრა - მომიტინგეების მიმართ ისმის გაფრთხილება - "დაიშალეთ!"

სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარედ იდგა, რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. მათ უკან მოჰყვება წყლის ჭავლის და სახანძრო-სამაშველო მანქანა.

ასევე, სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.

პარალელურად, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირსა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე კორდონი გააკეთეს. ისმის გაფრთხილება აქციის დაშლის შესახებ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს