პარლამენტის მიმდებარედ, შევჩენკოს ქუჩაზე კვლავ აკავებენ მომიტინგეებს

პარლამენტის მიმდებარედ შევჩენკოს ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

მანამდე აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით ისროდნენ ფოიერვერკებს.

ამ დროისთვის, ადგილზე სულ მცირე, სამი პირია დაკავებული, სამართალდამცავები დაკავების მიზეზებს მედიასთან არ განმარტავენ.

ქუჩის პერიმეტრზე განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ხალხის ნაწილი კი ამ დროისთვის კვლავ რჩება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს